Wednesday, December 12, 2018

XXX

ჰო და რას გიყვებოდი? მონოლოგში ვიყავი, მაგრამ მაინც მინდა მომისმინო, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ აუცილებელია... ჰო და რა გითხარი, რას გიყვებოდი? მაპატიე ამდენ დროს რომ გართმევ, ვიცი როგორ გეძვირფასება ყოველი წამი, მაგრამ ვიცი დაგაინტერესებს, ვიცი გამიგებ, ჰო და ე.ი. რას გიყვებოდი? რას ვამბობდი? რა მინდოდა მეთქვა?... ჰო და... იცი რა? ...

Tuesday, November 27, 2012

დღე 988-ე...














ხანდახან მგონია ჩემში ებრაული სისხლის წვეთი ბევრად მეტია ვიდრე ქართული და ჩემი ცხოვრების ჰიტლერიც მე ვარ ...

ჩემი ავტოპორტრეტი კი ჯოკერია...

ამ სიტყვებით შემოვაბიჯე ბლოგზე, მისი არსებობის 988–ე დღეს, ვიცი ალბათ ამას არავინ წაიკითხავს, მაგრამ დავწერ და ფურცელს დავბრუნდები, ჩემ მეგობარს, რომელსაც მაშინ ვიხსენებ, როცა ყველაზე მეტად ვკარგავ საკუთარი თავს და ძალის შგეგრძნებას, როცა მგონია რომ ჭიანჭველასაც კი მეტი ძალა აქვს მთები გადააბრუნოს, ვიდრე გადავშალო წიგნის ერთი ფურცელი...

წიგნის, რომელსაც ჩემი ცხოვრება წერს, აფერადებს და ხანდახან შავ–თეთრ ფურცლებად ტოვებს, სწორედ მაშინ ვარ ყველაზე უსუსური...

მაგრამ რა მინდა მეტი? რა არ მაქვს? რას ვეძებ?

რატომ ტირის ჩემი თვალი, როცა მეღიმება? რატომ ვიბრძვი? რას ვემალები და რას გავურბივარ?

ხანდახან მგონია ჩემში ებრაული სისხლის წვეთი ბევრად მეტია ვიდრე ქართული და ჩემი ცხოვრების ჰიტლერიც მე ვარ ...

ჩემი ავტოპორტრეტი კი ჯოკერია...

Sunday, June 5, 2011

40 თეთრი...


40 თეთრი, ჩაილაპარაკა...

ნინომ საყვარელი გაიჩინაო და მთელი ქალაქი აალაპარაკა, ყოელ შემთხვევაში ბიჭები სკოლაში მშივრები არ მიდიან, მე კი ისც კი არ ვიცი ნატუკას ჩაისთან რა მოვუმზადო...

არავის აურჩევია ეს გზა და არც მე მინდოდა ყოველ დილას პურის ფულის დათვლა, ვის ვთხოვო?

-ჰაი...

-დილა მშვიდობისა, დედა... ჩაი დავადგა?

-არა, ხომ იცი დილით არ მიყვარს ჩაი... დე, დღეს ბიოლოგიამ ახალი წიგნის ყიდვა დაგვავალა 10 ლარი ღირს და მომცემ?

 -10 ლარი? დღეს? არა, დედა დღეს არ მაქვს...

-აუუუ, ეს არ მქვს როდემდე უნდა მესმოდეს, გაინძერით რა, გაინძერით... მოკლედ, ფულს ეკასგან ვისესხებ და ხვალ გაუსტუმრე... კაი, წავედი...

40 თეთრი, ჩაილაპარაკა...

ეკას დედა ლუდხანაში მიმტანად მუშაობსო, სამაგიეროდ ეკა ნატას წიგნის ფულს ასესხებს...

-ჩაი არ დაგიდგამს?

-არა, ნატუკამ არ მინდაო...

-ამ ოჯახის წევრად არ მთვლი არა?

-მაპატიე, ნატამ ათი ლარი მთხოვა წიგნი უნდა ვიყიდოო..

-ჰო ფული რომ გჭირდებათ მე გახსენდებით, მე იქ კი არ ვბეჭდავ ამ ფულებს, ვშრომბ და თვის ბოლოს მაძლევენ, თქვენ კი ერთი ჩაიდნის დადგმა გეზარებათ, რით ვერ გაიგე გავიდა ის დრო როცა მამაკაცები არჩენდნენ ოჯახებს... გაინძერით რა, გაინძერით... წავედი და ამღამ არ დამელოდოთ უნდა დავისვენო თქვენგან...

40 თეთრი, ჩაილაპარაკა ...

ამღამ ნინოსთან წავა, ძვირად ღირებულ ღვინოს და ვარდების უზარმაზარ თაიგულს ხელს წააყოლებს...

-დე, ფული მინდა ფული მინდა და კიდევ ფული მინდა...

-ნიკა... ვიცი რომ...

-არ ვხუმრობ, თუმცა ვიღიმები, ეკას შევპირდი ერთად სადილს და გთხოვ არ დამაღალატო...

-ნიკა...

-კარგი, ზურას ვთხოვ ნინო დეიდამ გუშინ დაბადების დღის ფული მისცა, ჰო და გაისტუმრე... ხვალ...

-ნიკა...

-გაინძერით რა, გაინძერით... წავეეედიიიი...

40 თეთრი, ჩაილაპარაკა...

არავის გაკვირვებია საღამოს არც მაგიდაზე დატოვებული 40 თეთრი და არც მარტოდ დარჩენილი სახლი, ალბათ იმიტომ რომ ვალი ხვალინდელი იყო...

მტკვრის აღელვებული კალაპოტი კი მთის თოვლის დადნობის ბრალი...

Thursday, March 10, 2011

მუხლი... დღე 360-ე...


არა არ ვიცი როგრ მოგიყვე, არა არ ვიცი როგორ დავიწყო, დუმილით ბევრი რამ თქმულა რატომ არ გესმის შენ ჩემი სიტყვა?

აღარ მახსოვს რა ერქვა ციხეს, რომელიც მთაზე აღმართული იდიგა საუკუნების მიუხედავად ამაყი, ინქნებ „მინდა“, აღარც „ბარაკონი“ მახსოვს როგორი მშვიდი და დიდებულია, პატარა ხიდი რომელითაც იწყება აღმართი, გზა სიმაღლისკენ?!

სადაც ვარსკვლავს ხელით მიწვდება ჩვილი, ოცნებას სწავლობს მოზარდი და სადაც სიყვარული არასებულის იმდენად მარტივია რომ ცხოვრება გეჩვენება მარადიული...

არ შემიძლია გითხრა რა არის პატარა ქვის ტკივილი, ვინ არის მტვერი რომელიც მთელ სხეულს ფარავს, ხეები რომელთანაც საუბარში შენი უსურობის აღმოჩენა ბედნიერებას განიჭებს...

იქ ბარულასაც ახდენია ოცნება, კალაპოტი საოცრად დიდისკენ, სიგიჟისკენ და ამოცნობისკენ გაუდია, პატარას დიდი სიყვარული დაუმორჩილებია და სამუდამოდ დაუმკვიდრებია თავი მის გულში...

ქალი...

დედა...

დედოფალი...

მეგობარი...

ლამაზი...

ერთადერთი...

სამშობლო...

ჩემი...

Thursday, February 24, 2011

ანონიმურობა დაცულია...


როცა იძირები, აქტიურად ხელ–ფეხს ამოძრავებ, იქნებ გადარჩე, თუ საბოლოო თავის დაძვრენაზე ვერ ოცნებობ იმას მაინც ცდილობ რომ ვინმეს მოსვლამდე სიცოცხლე შეინარჩუნო, ყვირი, ეძებ, ამასობაში ნელ–ნელა გეპარება შიში რომ ეს შენი ბოლო სიტყვებია და სიცოცხლეც ამით მთავრდება, გეპარება ზიზღი, უნდობლობა, კარგავ ბრძოლის უნარს და მიყვები დინებას სახელად უფსკრული…

ანონიმურობა დაცულია…

      - გამარჯობათ, მე მქვია ნიკა და მე ლოთი ვარ…

        - გამარჯობა, ნიკა…

        - პირველად სასმელი მე–6 კლასში გავსინჯე მეგობრობის დაბადების დღეზე, მაგრამ სმა მხოლოდ 5 წლის წინ დავიწყე, როცა შვილი დავკარგე, არა ჩემი შვილი ჯამრთელია, ბედნიერია და ცოცხალია, მაგრამ ერთ დღეს დედამისმა გადაწყვიტა რომ ნინიკოსთვის და მისთვის წასვლა ჯობდა, თითქმის ყველაფერი ვცადე მათ დასაბრუნებლად, ჰო, თითქმის რადგან მომერია საოწარვეთილება და სმა დავიწყე, დავკარგე ცხოვრების უნარი, მაგრამ მინდა გადავრჩე არ დამილევია 5 დღეა…

        - გამარჯობათ, მე ალეკო ვარ და მე ვარ ნარკომანი…

ასე იწყება საუბარი, ყოველ დღე, ყვებიან წარსულის შეცდომებზე მომავლის იმედებზე, უმოქმედობაზე, ხვალინდელ დღეზე, ითვლიან დღეებს… იკვრება წრე, ყველა ისტორია ერთმანეთს ემსგავსება, ბანალური და ერთფეროვანი ხდება, ყველა პერსონაჯი საწყალი, სევდიანი და უსური, ცხოვრებიგან გათლილი მატყუარა, დაუძლურებული და უუნაროაა, ან იქნებ უბრალოდ მე მინდა ვიგრძნო რამდენად ძლიერი ვარ მათზე... მაგრამ მე?

მოგონებები…

როცა გავიგე რომ დედამიწა ბრუნავს, მის  საწინააღმდეგოდ დავიწყე სვლა…

ალბათ გახსოვს სკოლის ეზოში შეკრებილი ბიჭები სიგარეტის მოწევას რომ სწავლობდნენ, მე მოვიტანე ის სიგარეტი, მართალია შენ გეგონა ის უმნიშვნელო და ბავშური გართობა და ჩემი თვალების სიბრჭყვიალეც იმ დღეს შენდამი სიყვარულს დაუკავშირე…

ალბათ ისიც გახსოვს სწავლას რომ შევეშვი და მშობლებმა ჯარში გამიშვეს, შენ კი ოცნებაში ჩამითვალე, რაინდი მიწოდე… მე კი უბრალოდ სწაინაღმდეგო ბილკს მივყვებოდი და ყველას გებრძოდით…

ისიც ხომ გახსოვს ჩვენ ბანკეტზე რომ ჩამოვედი, მაშინ მკითხე რატომ გახდი ასე ჯარში არაფერს გაჭმევდნენო, გავიღიმე და ვერფერი ვთქვი ან როგორ უნდა მეთქვა როცა შენ ლამაზ ზღვისფერ თვალებს ვუყურებდი, მაშინ მეგონა რომ ამ თვალებისთვის ცხოვრების შეცვლას შევძლებდი და დედამიწას მეორე მხარეს დავატრიალებდი…

არც მაშინ მაცადა ჩემმა არჩეულმა გზამ ამ წუთებით დავმტკბარიყავი, მიგატოვე და გავიქეცი შენ კი ესეც მაპატიე და ჩვენი მეგობრები დაადანაშაულე, მათ მონატრებას მიათვალე…

ცოლობა გთხოვე, არც ყვავილები მომიტანია და არც ბეჭედი, არც მშობლებთან ამოვსულვარ, მოგიტაცე, ან როგორ უნდა მისვლიყავი მათთან, როგორ მეთქვა რომ შენი ერთი ღერი თმის ღირსი მაინც ვიყავი, ესც გამოასწორე, ძალიან გიყვარდიო გამამართლე…

ყოველდღიური გართობა, გაპარვები, მეგობრები ჩემ ახალგაზრდობას დაუკავშირე, ახალი სიცოცხლე მაჩუქე, ხელი გულზე დამადებინე და დათას თავი დამაფიცე …

მჯეროდა, მართლა მჯეროდა, სიყვარულის, იმედის, სიცოცხლის…

ვცდილობდი, მართლა ვცდილობდი შენთვის, ყოველ წამს ყოველ წუთს ხელახლა…

მიყვარდა, მართლა მიყვარდა შენი ზღვისფერი გამოხედვა დათას თვალებში…

მტკიოდა, მართლა მტკიოდა ტყუილი, ღალატი ქალის გარეშე…

მეშინოდა მარტობის, უშენობის, უიმედობის, არ არსებობის…

        - გამარჯობათ, მე მქვია ალეკო და მე ვარ ნარკომანი… არ მყავს ცოლი და ჩემი ერთადერთი ვაჟი…

Monday, February 14, 2011

თოლია...


რაღაცის დასაწყისი!!!

-         - თოლიები, შენ გგავს, ისეთივე წმინდა და უბიწოა როგორც შენი ცხოვრება...

-         - საიდან იცი? არ მიცნობ?

-         - არ გიცნობ? არ გეძებ და არ გელოდები...

 

პირველი წერილი

 

აპრილის თბილი დღე იდგა, მზე ზღვას ვერ ათბოდა, მაგრამ ცივ ნიავს მაინც ეკამათებოდა, ისევე როგორც შენ თეთრ კაბაში ზღვის ტალღებს, მაშინ შეგამჩნიე პირველად, რომ გამოგეხედა დავინახავდი ცრემლს შენ თვალზე და ვერ ჩავივლიდ სანაპიროს უსიტყვოდ, თუმცა ვეცადე ღრმად შემესუმთქა, იქნებ როგორმე შენი სურნელი დამემახსოვრებინა. არ ვიცი რა არის ბედნიერება, ან რა გრძნობა სიყვარული, მაგრამ ვიცი რა ხარ ჩემთვის, „თოლია“.

 

კომენტარი...

-         - ვიღაცას როგორ ყვარებია...

-         - ჰო, აბა ჩვენ ხომ არ ვეყვარებით ეგრე, სულ გადარეულები გვხვდებიან...

-         - საიდან გაქვს ეს წერილი?

-         - გუშინ  „ბუფეტში“ რომ ვიჯექით იქ მაგიდაზე ეგდო და ვერ გადავაგდე, წამოვიღე...

-         - უმართლებს არა?

-         - ვის?

-         - იმ გოგოს...

-         - თუ იცის ალბათ კი...

 

ურნაში გადაგდებული ფურცელი...

 

მზე შენ თმას ეთამაშებოდა ისე როგორც პატარა ბავშვი ახალ, ნანატრ სათამაშოს, სხივიდან სხივზე გადაჰქონდა სათითაო ღერი, ალამაზებდა, ანათებდა, ვიდექი გაშეშებული და მთელი საათი ვუყურებდი ვცდილობდი გამერჩია რა უფრო ლამაზი იყო ცისფერი უმანკოდ მოწმენდილი ცა, თუ შენი ოქროსფერი თმის თითოეული ღერი, ალბათ წერა რომ შემეძლოს მთელ წიგნს მივუძრვნიდ მათ, სათითაოდ ავღწერდი, შვეხებოდი, ლექსად ვაქცევდი და მთელ მსოფლიოს შვაყვარებდი თოლიებს...

 

უპასუხოდ...

-         - ნინ ნახე რა ვიპოვე...

-         - რა?

-         - შენ რომ იპოვე წერილი იმის გაგრძელება ან ქინებ პირიქით...

-         - სად იყო?

-         - ლექციაზე რომ შვედი მერხზე ეგდო და რომ წვიკითხე მივხვდი...

-         - უყვარს...

-        -  აშკარად...

 

უმისამართოდ დაკარგული ემოციები...

 

ფოთოლი რომ ჩამოვარდა ხიდან შენ სახეს შეეხო, შემშურდა, ხელით რომ მოიშორე გავბოროტდი, როგორ დაიმსახურა შენი ყურადღება, ფეხთან დაეცა მინდოდა მის ადგილას ვყოფილიყავი, დამეჩოქა და თუნდაც მთელი ცხოვრება შეუმჩნევლად ვმდგარიყავი, შენი სიახლოვე მეგრძნო, მეფიქრა რომ შეუხებელს და მიუწვდომელს მივწვდი, მეოცნება რომ შენი სილამაზის ხილვის ღირსი გავხდი, მენატრა რომ ყოველი ამოსუნთქვის მოსმენა შემეძლო.

დავიჯერებდი რომ ფრენა შემეძლო, მზესთან ახლოს ყოფნა გამათბობდა და ცხოვრებაც უსასრულოდ გრძელი იქნებოდა, არა არ მიყვარხარ, ან როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანს თეთრი, უმანკო თოლია?!

 

გაოცება...

 

-         - ვინ არის ეს თოლია?

-         - ან ვინ წერს ამ წერილებს?

-         - ყველგან როგორ შეიძლება ეს ფურცლები ეყაროს?

-         - და თან არსოდეს არ მეორდება...

-         - ნეტა თოლია თუ კითხულობს?

-         - ალბათ, მას მისდის და ის კი უმისამართოდ ყრის...

-         - ალბათ, თორემ სამარშრუტო ტაქსში მაინც ხომ დაიკარგებოდა?

-         - უგულოა...

-         - ვერ ვიტან ასეთ გოგოებს...

-         - ჰო, თავში უვარდებთ და გგონიათ რომ რადგან უყვართ ამას იმსახურებენ...

-         - მეცოდება...

-         - ჰმმ...

 

მტრედისთვის გატანებული ბარათი...

 

რომ ვიცოდე რომ მწევარს გაექცეოდი ეშმაკს შევეკრებოდი და გამოგედვნებოდი, არა არ დაგიჭერდი არც დაგაზიანებდი, უბრალოდ შენ უკან ერთგული ოთხფეხა მწევარი ვიქნებოდი, გვერდიდან არ მოგშორდებოდი, არ დავიძნებდი და არ შვჭამდი, მხოლოდ შენი და შენთვის ვიქნებოდი.

რომ ვიცოდე მტრედს ხელს არ აუქნევდი ღმერთს შევევედრებოდი სიცოცხლეს დავთმობდი და შენ მხართან დავიდებდი ბუდეს არ ვიჭიქჭიკებდი არ ვიფრენდი მხოლოდ შენით და შენთან ვიარსებდი...

რომ ვიცოდე ვარდის სურნელი არ გაგაღიზიანებდა, ჩემი ხელით დავაცლიდი მთელი მსოფლიოს ვარდებს ეკალს და სახლის კართან შეგიგროვებდი, არ დავაჭკნობდი არ დავადზინებდი, მხოლოდ შენ და შენ გზებს დავამშვენებდი თოლია...

 

გაღიზიანება...

-         - ვერ ვიტან...

-         - მშურს...

-         - გიჟია...

-         - ბედნიერია...

-         - ეგოისტია...

-         - მოვკლავ...

-         - ვერ ვიპოვით...

-         - დაველოდოთ...

 

უკანასკნელი წერილი...

 

აპრილის თბილი დღე იდგა, მზე ზღვას ვერ ათბოდა, მაგრამ ცივ ნიავს მაინც ეკამათებოდა, ისევე როგორც შენ თეთრ კაბაში ზღვის ტალღებს, მაშინ შეგამჩნიე პირველად, რომ გამომხედე შევამჩნიე ცრემლი შენ თვალზე, გავოცდი, მოვედი...

-         - თოლიები, შენ გგავს, ისეთივე წმინდა და უბიწოა როგორც შენი ცხოვრება...

-         - საიდან იცი? არ მიცნობ?

-         - არ გიცნობ? არ გეძებ და არ გელოდები...

-         - ვინ ხარ?

-         - თოლიებზე შეყვარებული...

-         - მახსოვხარ...

-         - საიდან?

-         - ხშირად მოდიოდ ჩემ საფლავზე...

-         - ჰო...

-         - რატომ?

-         - არ მინდოდა გეგრძნო მარტობა...

-         - ახლა...

-         - ახლა შენთან ვარ და შენთვის...

-         - რატომ? 

-         - დავიღალე...

-        -  რით?

-         - უშენობით...

-         - ვიცი მწერდი...

-         - ფურცლებს ვყრიდი...

-         - გიყვარვარ?

-         - რა არის სიყვარული?

-         - აფრენილი თოლია...

Thursday, November 25, 2010

დღე 258–ე... აღსარება...


მამაო ჩვენო… ვისთვის ლოცვა, ვისთვის ვედრება, ვისთვის ბოლო ნუგეში… იმედი არ არსებულის, შეუძლებელის და სასწაულის… წამი სინანულის, შეცდომების და ტკივილის…

შემინდე… ასე დაიწყებდა ყოველი მოკვდავი საუბარს ღმერთთან, შიშით, მოწიწებით, საოწარკვეთით…

მომიტევე რამე თუ… აღსარება, იმედი პატიების…

ნუთუ ტაძართან მიმავალი გზა დაგრძელდა?!

პაწაწინა ჯვარი დამძიმდა, ყოველ ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელი გახდა?!

ტაძრის ღია კარი სამუდამოდ დაიხურა?!

შიში, მასთან საუბრის, აუტანელ ტკივილად იქცა?!

არ ვიცოდი რას ვიქმოდი… გულით ნათქვამი, თუ უკანასკნელი სიცრუე შენდობისთვის?!

გაწვდილი ხელი ვითარცა გლახაკი…

მუხლ მოდრეკილი ვითარცა დავრდომილი…

თავ დახრილი ვითარცა მეძავი…

შველას ვითხოვ…

მამაო ჩვენო…